თავში

ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს

ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს
ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს

"შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს უკვე სხვა მოსამართლეებს"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ახალ, 6 კაციან სიაზე.

"უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს. ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ერთი მოწვევის პარლამენტი არ დააკომპლექტებდა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს. მოგეხსენებათ, ამ მოწვევის პარლამენტმა 28 -დან 14 მოსამართლე აირჩია. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით ამ განცხადებაზე. შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს უკვე სხვა მოსამართლეებს." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან 14 მოსამართლე დაამტკიცა.

უვადო მოსამართლეებს შორის არიან მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე. ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

პრლამენტმა ჩააგდო თამარ ალანიას, გოჩა ჯეირანაშვილის, ლაშა ქოჩიაშვილის, შოთა გეწაძისა და პაატა სილაგაძის კანდიდატურები.

კენჭისყრას საკუთარი სურვილით გამოეთიშა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system