თავში

ირაკლი კობახიძემ დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას - "საქართველოსთვის"

ირაკლი კობახიძემ დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას
ირაკლი კობახიძემ დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას - საქართველოსთვის

"გუშინ ვიხილეთ მმართველი პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები, რითაც მან კიდევ ერთხელ დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს, დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და არაფრად ჩააგდო ქართული ოცნების ამომრჩეველი", - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ირაკლი კობახიძის ინტერვიუს, სადაც მან სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ ისაუბრა.

გახარიას პარტიის განცხადებაში, ნათქვამია, რომ ეს განცხადება სახელმწიფო ინტერესების ფეხქვეშ გათელვას ემსახურებოდა.

"გუშინ კობახიძემ თქვა, რომ ოთხი თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებს მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველს უმალავდა იმას, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იმ პოლიციელებისა და ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც დღესაც პოლიციისა და თავდაცვის ნაწილებში მსახურობენ", - განაცხადა პარტიის წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ.

პარტია "საქართველოსთვის" ითხოვს დაიწყოს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system