თავში

ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა
ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტან გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება, სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება. რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტურციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system