თავში

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს პარლამენტის წევრი

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს პარლამენტის წევრი
ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს პარლამენტის წევრი

არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს პარლამენტის წევრი და ჩვენი კოლეგა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ენმ-ს წევრ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ცნობილია ნიკა მელიასთვის მანდატის ჩამორთმევაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. სასამართლომ ნიკა მელიას სამი წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მელიას ოფიციალურად მიენიჭა კრიმინალის სტატუსი და ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს პარლამენტის დეპუტატი.

“ჩვენი გადასაწყვეტია და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს საქართველოს პარლამენტის წევრი და თუნდაც ჩვენი კოლეგა. კრიმინალებიც და მეტიც არიან, პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებ ამ შემთხვევაში, თუმცა როცა საუბარია სისხლის სამართლებრივ განაჩენზე, ეს უნდა დადგეს სასამართლოს მხრიდან. ამ შემთხვევაში გვაქვს სისხლის სამართლებრივი განაჩენი ანუ გვყავს გაფორმებული კრიმინალი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ არ გვინდა, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ოფიციალურად აქვს მინიჭებული კრიმინალის სტატუსი და საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ჩვენი კოლეგა ერქვას”, - განაცხადა კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system