თავში

ირაკლი კუპრაძე: ბათუმი არ აპირებს დაუთმოს ივანიშვილს ქვეყნის მომავალი

ირაკლი კუპრაძე: ბათუმი არ აპირებს დაუთმოს ივანიშვილს ქვეყნის მომავალი
ირაკლი კუპრაძე: ბათუმი არ აპირებს დაუთმოს ივანიშვილს ქვეყნის მომავალი

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მათი განცხადებით, ქვეყანაში 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა.

,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის თქმით, ბათუმი არ აპირებს დაუთმოს ივანიშვილს ქართული სახელმწიფო და ქვეყნის მომავალი.

,,ჩვენ შევიკრიბეთ და ვიცავთ საკუთარ ხმას და საკუთარ ქვეყანას ამ ტერორისგან. ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, სანამ ივანიშვილი არ აღიარებს დამარცხებას. ჩვენი მოთხოვნაა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ბათუმის, აჭარის და მთელი საქართველოს ნებას. ბათუმი არის თავისუფლების ქალაქი და ბათუმელები არასდროს ვიტყვით უარს თავისუფლებაზე”, -განაცხადა კუპრაძემ.

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებშიც იკრიბებიან და სამომავლოდ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system