თავში

ირაკლი სესიაშვილი: საქართველო მზად არის NATO-ში გაწევრიანებისთვის

ირაკლი სესიაშვილი: საქართველო მზად არის NATO-ში გაწევრიანებისთვის
ირაკლი სესიაშვილი: საქართველო მზად არის NATO-ში გაწევრიანებისთვის

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოს NATO-ში გაწევრიანების დროულობასთან დაკავშირებით გამოეხმაურა
და განაცხადა, რომ მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფო ლიდერს, რომელმაც ძალიან მაღალ ტრიბუნაზე დააყენა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხი. 

„საქართველო მზად არის NATO-ში გაწევრიანებისთვის და ამისათვის სახელმწიფოებმა კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადადგან, ამიტომ კარგი იყო პრემიერის წერილი The Washington Times-ში, სადაც ბატონი პრემიერი ერთგვარ სამხედრო-პოლიტიკურ ანალიზს აკეთებს რეგიონთან მიმართებაში და ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას ხაზს უსვამს“ - აღნიშნავს სესიაშვილი. 

დეპუტატის თქმით, საქართველო გაძლიერებს თავის ძალისხმევას, რომ NATO-ში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს.

„NATO-ს წევრობა ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინტერესი, რა თქმა უნდა, აქ არის NATO-ს დიდი ოჯახის საერთო ინტერესი, იგივე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან, სტაბილურობისა და მშვიდობისკენ გადადგმული ღონისძიებებისთვის. ჩვენთვის ეს იქნება, მე ვიტყოდი, არა მხოლოდ უსაფრთხოების კომპონენტი, არამედ ერთგვარი ბიძგი იქნება იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად განვითარდეს და გააათმაგოს თავისი შესაძლებლობები, რამდენადაც ალიანსის წევრობა ნიშნავს უსაფრთხოებას და ინვესტორებისთვის თავისთავად ასეთი ქვეყანა ძალიან მიმზიდველია, ამიტომ ამ წერილით და შემდგომ პერიოდში ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაძლიერებს თავის ძალისხმევას, რომ NATO-ში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს“, -აცხადებს ირაკლი სესიაშვილი. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცნობილ ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში პუბლიკაციას აქვეყნებს, რომლის სათაურია - „საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას - ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“.

მეტი საქართველო NATO-ში და მეტი NATO საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას - წერს გიორგი გახარია. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და NATO-ს სხვა წევრებთან, რათა განამტკიცოს შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც ბოლო წლებში გულისხმობდა NATO-ს ოპერაციებისთვის კარგად გაწვრთნილი მებრძოლების მომზადებას და ნატოსა და აშშ-ის თავდაცვითი მოქმედებების გაფართოებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკის განთავსებას და ხშირი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system