თავში

ირაკლი შიოლაშვილი: ჯენტლმენურად შევთანხმდით

ირაკლი შიოლაშვილი: ჯენტლმენურად შევთანხმდით
ირაკლი შიოლაშვილი:  ჯენტლმენურად შევთანხმდით

ჯენტლმენურად შევთანხმდით, რომ დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ, ვიდრე უმრავლესობის სხდომა არ გაიმართება, –განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა, ირაკლი შიოლაშვილმა.

"იყო შეხვედრა და შევთანხმდით საკითხებზე. ხვალ უმრავლესობის სხდომაზე გამოვა ეს საკითხი და ამის შემდეგ გაკეთდება დამატებითი განცხადებები. ამ შეხვედრას არ ესწრებოდა აკაკი ზოიძე. განსახილველი საკითხი იყო საარჩევნო სისტემა.

თქვენ ცდილობთ, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ ჩვენ ჯენტლმენურად შევთანხმდით, რომ დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ, ვიდრე არ გაიმართება უმრავლესობის სხდომა“,- განაცხადა შიოლაშვილმა.

დღეს "ქართული ოცნების" ოფისში შედგა შეხვედრა იმ მაჟორიტარებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეწინააღმდეგებიან.

ხვალ დილით კი ჩანიშნულია უმრავლესობის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, ცნობილი გახდება, რა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს ე.წ. ამბოხებულმა მაჟორიტარებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system