თავში

ირაკლი შოთაძემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

ირაკლი შოთაძემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა
ირაკლი შოთაძემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე ამ დრომდე გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენენ. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შოთაძემ გაამახვილა ყურადღება ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართული შეხვედრაა, რომელსაც მამუკა ხაზარაძე ესწრებოდა. 

„მე ამ შეხვედრაზე ვისაუბრე საკმაოდ დეტალურად. გავიმეორებ, ამ შეხვედრაზე მოვხვდი შემთხვევით, მე ამ საუბრებზე მონაწილეობა არ მიმიღია, ეს ჩემი სიტყვები არ არის. შეგიძლიათ, იმ მხარეებსაც ჰკითხოთ, ვინც მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. მე არ მახსოვს, ხაზარაძის სასარგებლო რა ვთქვი, მე როგორც მახსოვს, საერთოდ არ ჩავრეულვარ. რაიმე ისეთი რომ ყოფილიყო ამ შეხვედრაზე, რომელიც მე მაფიქრებინებდა, რომ პროკურორის ეთიკასთან წინააღმდეგობაში მოდის, შეხვედრას დავტოვებდი. მსგავსი არ ყოფილა, იყო მეგობრული შეხვედრა. ვერაფერი დავინახე ისეთი, რომ ეიძულებინა და შეხვედრა დამეტოვებინა. მე არც ვერბალური და არც არავერბალური ქმედება არ ჩამიდენია. არავისზე არანაირი ზეწოლა არ განმიხორციელებია და საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა დისკუსიაში,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან სამართლებრივი დავა და 30 მილიონი დოლარის ბედი ბიძინა ივანიშვილისა და გენერალური პროკურორის ჩარევით გადაწყდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system