თავში

IRI პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აქვეყნებს

IRI პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აქვეყნებს
IRI პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აქვეყნებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, არჩევნები რომ მომავალ კვირას ტარდებოდეს, 36% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 15% კი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". ამასთან, გამოკითხულთა 4% ევროპულ საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებელსა და პატრიოტთა ალიანსს აირჩევდა. 

3%-მა აირჩია "ლეიბორისტულ პარტია", "სამოქალაქო მოძრაობას", "ლელოს" და "გირჩს" გამოკითხულთა 2-2% ირჩევს. 1% ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას მისცემდა ხმას. სხვა პარტიებს 1%-ზე ნაკლები აქვთ. ამასთან, 23%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემს ხმას.

საერთშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ხმის მიცემის უფლების 1500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს ფორმით 4-დან 21 აგვისტომდე პერიოდში გამოკითხა. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system