თავში

ირინა აფხაზავა კარდაკარის მსვლელობას აგრძელებს

ირინა აფხაზავა კარდაკარის მსვლელობას აგრძელებს
ირინა აფხაზავა კარდაკარის მსვლელობას აგრძელებს

"ევროპული საქართველოს" ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირინა აფხაზავა, ჩაქვში, ჩაის უბანში, ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

ადგილობრივების თქმით, ამ ადგილას არის განვითარებული მძიმე ეროზიული პროცესები და არის მეწყრის საშიშროება. აფხაზავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას აქვს გეოლოგიური დასკვნა, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული ადამიანები. აფხაზავამ აღნიშნა, რომ გარდა ამ პრობლემისა, არის სამელიორაციო და სანიაღვრე პრობლემები, ამავდროულად, ახლოს მდებარე ნაგავსაყრელი საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ჯანმრთელობას.

„კარდაკარის მსვლელობის დროს მოვხვდი ჩაქვის ჩაის უბანში, ჩიბურდანიძეების დასახლებაში, სადაც დამხვდა შემაძრწუნებელი სიტუაცია. მოსახლეობა სტიქიას ებრძვის წვიმის დროს, 40 ოჯახი არის მეწყერსაშიშ ზონაში, სადაც ვაკე ადგილებიც კი ჩარეცხილია, მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ ეს ყველაფერი გაგვეშუქებინა და მიგვეტანა თითოეულის ყურამდე, რომ დახმარებას ითხოვს მოსახლეობა. ამ პრობლემასთან ერთად არის ისიც, რომ აქ არის ნაგავსაყრელი, რითაც მოსახლეობა იწამლება. არის ასევე გზის პრობლემა და სანიაღვრე პრობლემები, არ არის ჩატარებული სამელიორაციო საქმიანობა.

ადგილობრივი ხელისუფლების ერთადერთი პასუხი არის, რომ ეს ხალხი თავისი სახსრებით გადავიდეს იქ, სადაც თვითონ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ. ამ ადამიანებს ემუქრებათ რეალური საფრთხე, ხელისუფლების უყურადღეობას და ამ მძიმე მდგომარეობიდან ამოსვლას კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რათა ქვეყანა წავიდეს წინ.“ - განაცხადა აფხაზავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system