თავში

ირმა ინაშვილი: სხვაგან იმღერებთ "ჟუჟუნა წვიმა მოვიდას"

ირმა ინაშვილი: სხვაგან იმღერებთ "ჟუჟუნა წვიმა მოვიდას"
ირმა ინაშვილი: სხვაგან იმღერებთ ჟუჟუნა წვიმა მოვიდას

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ის პირად გვერდზე წერს. 

"ირაკლი კობახიძე დღეს მგზნებარედ ლაპარაკობს ნაცმოძრაობის აკრძალვის შესაძლებლობებზე. ეს მაშინ, როცა პატრიოტების რეზოლუცია ჩააგდო. რა მიზეზი არ მოვისმინე მაშინ. მეტს გეტყვით, შევთავაზე, რომ თავად "ქართულ ოცნებას" შეედგინა მსგავსი რეზოლუცია და ჩვენ დავუჭერდით მხარს. არა, ეს არ გააკეთეს და ახლა, არჩევნების წინ გაახსენდა, რომ ნაცმოძრაობა უნდა აკრძალოს. ის ნაცმოძრაობა, რომელსაც როგორც თავად ამბობს, დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციით, წლების მანძილზე იცავდა, აცოცხლებდა და მთავარ ოპონენტად ინარჩუნებდა, რომლის გარეშეც კობახიძეს პოლიტიკური არსებობა ვერ წარმოუდგენია.

არ ენდოთ ისეთ ხალხს, როგორიც კობახიძეა. ისინი ბევრჯერ გაგაცურებენ და მაინც ნაცმოძრაობას დაგიტოვებენ. ახლაც იგივე ღალატს გეგმავენ. თვალი გაახილეთ. ვითომ სააკაშვილ-ბოკერიას ებრძვიან, მაგრამ მათ თავზე დასმას გვიმზადებენ.

ეგ "დანა გულს ვის გაუპობს", ამას ქართველი ხალხი გაჩვენებთ. მერე კობახიძე, მდინარაძე, სააკაშვილი და ბოკერია სხვაგან იმღერებთ "ჟუჟუნა წვიმა მოვიდა"-ს!", - წერს ირმა ინაშვილი.

ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ასაკრძალად სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system