თავში

ირმა ინაშვილი: უნდა დამთავრდეს ტყუილი და პოლიტიკური მელაკუდობა - VIDEO

ირმა ინაშვილი: უნდა დამთავრდეს ტყუილი და პოლიტიკური მელაკუდობა
ირმა ინაშვილი: უნდა დამთავრდეს ტყუილი და პოლიტიკური მელაკუდობა - VIDEO

რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას აწყობენ. ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსი" უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადადის.

როგორც report.ge-ს ირმა ინაშვილმა განუცხადა, დანაპირები, რომელიც ხელისუფლებამ გასცა, ნებისმიერ შემთავევაში, უნდა შესრულდეს.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს პირობა და გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. არ არის სიჯიუტე საჭირო.  სწორედ ეს გვინდა, დღეს ვუთხრათ "ქართულ ოცნებას", რომ უნდა დამთავრდეს ტყუილი და პოლიტიკური მელაკუდობა. ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება,- განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსთაველზე ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

დაპირება, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით 2020 წელს ჩატარდებოდა, ნაცვლად 2024 წლისა, 20-21 ივნისის აქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system