თავში

კალაძე: საჭიროა კონსენსუსის მიღწევა

კალაძე: საჭიროა კონსენსუსის მიღწევა
კალაძე: საჭიროა კონსენსუსის მიღწევა

ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, ყველას ერთად, მზად ვართ ასევე შევხვდეთ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს, ინდივიდუალურად განვიხილოთ რისი მზაობა აქვთ მათ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან დედაქალაქის მერმა და პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულად ერთ პარტიას და მის შენაერთებს, არ აქვთ სურვილი, რომ შეთანხმება შედგეს.

"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამას მოგვიწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ საჭიროა კონსენსუსის მიღწევა - ამერიკა მაქვს მხედველობაში. თუ ვერ მოხერხდა, მაშინ არჩევნები, რა თქმა უნდა, ჩატარდება იმ არსებული სისტემით, რაც დღეს არის. ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იყო 100/50-ზე, რომელიც არის ოპტიმალური ვარიანტი, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომელიც შესათანხმებელია, შესაბამისად დიალოგი არის მნიშვნელოვანი. სხვა ნებისმიერი ვარიანტი მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი, ოპოზიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დააკავების შემდეგ შეწყდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system