თავში

"ის არის მსხვერპლი არაადამიანური მოპყრობის" - ადვოკატი

"ის არის მსხვერპლი არაადამიანური მოპყრობის" - ადვოკატი
ის არის მსხვერპლი არაადამიანური მოპყრობის - ადვოკატი

"ის არის მსხვერპლი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამართლებრივ ბრძოლას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზეც აპირებს.

"აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას და ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით. მას კარგად ესმის და აცნობიერებს, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა მართლმსაჯულების პოლიტიზაციასთან დაკავშირებით და აქაური ინსტრუმენტების გამოყენებას გააჩნია საფეხურებრივი მნიშვნელობა, რომ შემდგომ სხვა ინსტანციებში მოხდეს ამის გაგრძელება, მათ შორის იცით, რომ დავათა ნაწილი არის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაღებული და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მისი როგორც დაზარალებულის უფლებების კუთხით მუშაობაც, რადგანაც ის არის მსხვერპლი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის.

ცხადია, ვეცდები, როგორც იურისტმა აღმოვუჩინო სამართლებრივი დახმარება იმ ნაწილებში, რომელთა ნაწილებიც ვფიქრობ, რომ შეიძლება ცალკე ნაწილებად იქნეს გამოყოფილი. მას ამავდროულად ჰყავს ძალიან კარგი იურისტთა ჯგუფი, ადვოკატები, ჩემი კოლეგები, რომლებიც ძალიან კარგად იცავდნენ და სამართლებრივ მომსახურებას უწევდნენ და მათი ძალიან მადლიერია, " - განაცხადა მშვენიერაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system