თავში

NDI: გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

NDI: გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
NDI: გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

NDI-Iის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 30 % დადებითად.

,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობისა და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

შეგახსენებთ, ,,ენდიაიმ"-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მედიას ბოლოს 2019 წლის სექტემბერში გააცნო.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system