თავში

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

ამ წუთებში, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას, 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მას ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევის საფუძველია. ნაწილი კი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება პარლამენტმა იქამდე არ უნდა მიიღოს, ვიდრე სამივე ინსტანციის სასამართლო არ გამოიტანს განაჩენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system