თავში

,,ლელო": სოფელ დიცში შესვლის უფლება არ მოგვცეს

,,ლელო": სოფელ დიცში შესვლის უფლება არ მოგვცეს
,,ლელო: სოფელ დიცში შესვლის უფლება არ მოგვცეს

პარტია „ლელო საქართველოსთვის" გორის ორგანიზაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას უნდა შეხვედროდნენ, თუმცა, მათი თქმით, ისინი სოფლის შესასვლელთან შსს-ს საპოლიციო საგუშაგოზე შეაჩერეს და სოფელში აღარ შეუშვეს.

,,ორსაათნახევრის განმავლობაში ვცდილობდით, შევსულიყავით სოფელ დიცში, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მოგვცეს უფლება და ვერც ვერანაირი არგუმენტი გვითხრეს, რატომ არ გვიშვებდნენ აღნიშნულ სოფელში. ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. ხედავენ, რომ “ლელოს” აქვს მზარდი რეიტინგი, ძლიერდება და ხელისუფლებას ეშინია, რომ დაკარგავს სადავეებს. ამიტომ, მე მინდა, პირდაპირ მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას და ვუთხრა, რომ ჩვენ არავისი გვეშინია. ჩვენ მოვდივართ სუფთა ხელებით, ყველა სოფელში შევალთ და ყველგან ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას, მათ შორის სოფელ დიცშიც და ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებთ ამ ხელისუფლების სამარცხვინო “მოღვაწეობას", - ამის შესახებ ,,ლელოს" გორის ოფისის ხელმძღვანელმა პაპუნა კობერიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,ლელოს" წევრის, იურისტ კახა კოჟორიძის თქმით, აღნიშნული ფაქტი არის პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლა და ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულის გამო პარტიამ პროკურატურას მიმართოს.

,,დავაკვირდებით, რა რეაგირება ექნებათ და მოგვცემენ თუ არა განმეორებით იქ შესვლის უფლებას. თუ კიდევ მივიღებთ უარს, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შევიტანთ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებას ოფიციალურად, პარტიის სახელით. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლა არის დანაშაული, რადგან პოლიტიკური პარტიის წევრებს არ აძლევენ ამომრჩეველთან მისვლის უფლებას", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system