თავში

ISFED-მა პარალელური დათვლის მონაცემები დააზუსტა

ISFED-მა პარალელური დათვლის მონაცემები დააზუსტა
ISFED-მა პარალელური დათვლის მონაცემები დააზუსტა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება განმარტავს, რომ შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.

კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. მათი განმარტებით,  სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. 

ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად მიიჩნევს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა. შიდა აუდიტი PVT-ის სტანდარტული პროცედურაა და ოთხ ეტაპს მოიცავს: 1. დამკვირვებლების მიერ გამოგზავნილი მონაცემების აუდიტი; 2. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შესწორების ოქმების გადამოწმება; 3. ცდომილების ხარისხის გამოთვლის სისწორის აუდიტი; 4. არჩევნების დღის პროცესთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმება.

შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ახორციელებდა კომპლექსურ დაკვირვებას მთელ საარჩევნო პროცესზე. მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას. აღნშნული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე" - ნათქვამია ინფორმაციაში. 

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები 1-ელ ნოემბერს გამოაქვეყნეს.

შედეგების მიხედვით მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" ხმათა 45.8% მიიღო, ხოლო "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 26.4%.

დღეს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებულ პარალელური დათვლის შედეგებში მარტივი ხარვეზი აღმოაჩინეს, რომლის გასწორების მიზნითაც პარტიის წარმომადგენლებმა "სამართლიან არჩევნებთან" ონლაინ შეხვედრა გამართეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system