თავში

ისინი ზუსტად იმდენს ბედავენ, რამდენი ადამიანიც უჭერთ მხარს - მამუკა მდინარაძე

ისინი ზუსტად იმდენს ბედავენ, რამდენი ადამიანიც
ისინი ზუსტად იმდენს ბედავენ, რამდენი ადამიანიც უჭერთ მხარს - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი კომისიის დასკვნას გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგით მანიპულირებდა.

„ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც კი უკვე ხვდება რაში იყო საქმე, რომ მათ მოატყუეს. ამ ტრიბუნიდან ერთხელ ვთქვი, რომ „ნაცმოძრაობა“ ბედავს იმდენს, რამდენსაც ამას ჩვენი ამომრჩეველი აბედვინებს. ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ ხოლმე, რამდენს აბედვინებთო, მაგრამ ისინი ზუსტად იმდენს ბედავენ, ეკვივალენტში გადატანილს, რამდენი ადამიანიც მათ უჭერს მხარს და ეს ჯერ კიდევ საკმაო რაოდენობაა, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, დამეთანხმებით, არ არის ცოტა. არ არის საკმარისი გამარჯვებისთვის, მაგრამ რამდენიმე ასეულ ათას ადამიანზე გვაქვს საუბარი. თქვენ სასტიკად კიდევ ერთხელ მოგატყუეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system