თავში

ისნპექტორის თანამშრომლები ორ ახალ სამსახურში გადანაწილდებიან - კობახიძე

ისნპექტორის თანამშრომლები ორ ახალ სამსახურში გადანაწილდებიან - კობახიძე
ისნპექტორის თანამშრომლები ორ ახალ სამსახურში გადანაწილდებიან - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტს სთავაზობს წინადადებას, რომელიც, მისი თქმით, უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლებმა სამსახური არ დაკარგონ და გადანაწილდნენ ახლად შექმნილ ორ სამსახურში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სწორედ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, კობახიძემ თქვა, რომ მმართველ პარტიას შემუშავებული აქვს სამართლებრივი ნორმატიული პროექტი, რომლის მიხედვითაც, სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები ავტომატურად გადაინაცვლებენ ახალ სამსახურში, რომელიც გამოძიების ფუნქციით იქნება დატვირთული.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არის ცხრა დეპარტამენტი, სადაც დაახლოებით 120 თანამშრომელია. გვქონდა კონსულტაციები, შემუშავებულია პროექტი და გვაქვს ასეთი წინადადება: საგამოძიებო დეპარტამენტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს ავტომატურად, კანონის ძალით საკუთარი პოზიციები შეუნარჩუნდეს. შესაბამისად, ისინი წარმოდგენილი იქნებიან ახალ საგამოძიებო სამსახურში.

რაც შეეხება, საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტს და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, ეს ის დეპარტამენტებია, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეხება. გთავაზობთ, რომ ამ დეპარტამენტების თანამშრომლები ავტომატურად, უკონკურსოდ წარმოდგენილი იყვნენ პენსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ სამსახურში. შედარებით რთულია საკითხი, რაც ადმინისტრაციული ფუნციების მატარებელ დეპარტამენტებს უკავშიდება. ადმინისტრაციული ფუნქციებით შვიდი დეპარტამენტია დატვირთული. ამ შემთხვევაში გთავაზობთ, რომ თანამშრომლებს საკუთარი არჩევანისა და ნების შესაბამისად მიეცეთ ამ ორ ახალ სამსახურში გადანაწილების საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system