თავში

შოთაძე: მზად ვარ ყველა კითხვას პასუხი გავცე - VIDEO

შოთაძე: მზად ვარ ყველა კითხვას პასუხი გავცე
შოთაძე: მზად ვარ ყველა კითხვას პასუხი გავცე - VIDEO

ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ კომიტეტის სხდომაზე შესვლის წინ განაცხადა. 

მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყველა დეპუტატების დასმულ ყველა კითხვას უპასუხებს. 

,,დღეს წარვსდგები კომიტეტის წინაშე, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. ჩემი პროგრამით ვარ მოსული, ვაპირებ საუბარს კომიტეტთან იმ მიმართულებაზე, იმ ხედვაზე, რაც მე გამაჩნია პროკურატურის განვითარებისა და რეფორმირების გზაზე, მზად ვარ გავცე ყველა კითხვას პასუხი", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობისთვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურა 7 თებერვალს შეარჩია, რის შემდეგაც პარლამენტს წარუდგინა. შოთაძეს თანამდებობაზე ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

შესაძლოა, პარლამენტში წარდგენილ კანდიდატს პლენარულ სხდომაზე კენჭი კვირის ბოლომდე ეყაროს.

მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system