თავში

იუსტიციის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა და თურქეთის ელჩმა განაცხადეს. 

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ ფატმა ჯერენ იაზგანს მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან საქართველოს NATO-ში გაწევრების მხარდაჭერისა და იუსტიციის სფეროში ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობისათვის.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის უფრო ფართო პოტენციალი არსებობს, მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით. მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი დღის წესრიგის შემუშავების შესახებ.

როგორც შეხვედრის შემდეგ თურქეთის ელჩმა განაცხადა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შერბილების და ორმხრივი ვიზიტების აღდგენის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდება როგორც საექსპერტო, ისე პოლიტიკურ დონეზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system