თავში

გედევან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტიც დატოვა

გედევან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტიც დატოვა
გედევან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტიც დატოვა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა, გედევან ფოფხაძემ  იურიდიული კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

დეპუტატის კომიტეტიდან გაყვანის სურვილი თავად ფრაქციამ გამოთქვა.

დეპუტატმა მას შემდეგ რაც "ქართული ოცნებიდან" წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, გასული წლის ნოემბერში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტიც დატოვა. ამჟამად ის მხოლოდ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში რჩება.

გედევან ფოფხაძე კომიტეტის დატოვების  მიზეზს ტექნიკურ საკითხებს უკავშირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system