თავში

"იუნესკო" საგამოძიებო ორგანო არაა" - შალვა პაპუაშვილი

"იუნესკო" საგამოძიებო ორგანო არაა" - შალვა პაპუაშვილი
იუნესკო საგამოძიებო ორგანო არაა - შალვა პაპუაშვილი

"იუნესკო საგამოძიებო ორგანო არაა და დასკვნებს არ აკეთებს", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, UNESCO-ს მიერ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში "TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას შეყვანას.

"იუნესკო აწარმოებს სიას, როდესაც ხდება ჟურნალისტების გარდაცვალება. ამ შემთხვევაში, როგორც ვნახე, მთავრობაშია მოკითხული, რა ვითარება იყო ამასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკრატურა გააკეთებს განცხადებას. გამოძიება მიმდინარეობს, ექსპერტიზაცაა ჩატარებული და საზოგადეობამ იცის წინასწარი მონაცემები. სამწუხაროა, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თუ სიკვდილით სპეკულირება. პარტიების წარმომადგენლები ახდენენ სპეკულაციას. ვინც ნახა იუნესკოს ეს სია, წერია, რომ მოკითხულია მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ეს ოპერატორი. "იუნესკო" არ არის საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს. იქ ეს საკითხი ღია საკითხადაა მითითებული და ელოდებიან პასუხს",- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, UNESCO-მ "TV პირველის" გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წელსმოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system