თავში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. 

დეპუტატებმა წარმოდგენილი 20- კაციანი სიიდან მხარი 14 კანდიდატს დაუჭირეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს: 

ერაბ გაბინაშვილი - 7 ხმა, მირანდა ერემაძე - 6 ხმა, მამუკა ვასაძე - 7 ხმა, მაია ვაჩაძე - 7 ხმა, თამარ ზამბახიძე - 8 ხმა, შალვა თადუმაძე - 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 7 ხმა, ნინო ქადაგიძე - 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 6 ხმა.

კომიტეტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 1 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 1 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 1 ხმა, ზაზა თავაძე - 0 ხმა, შოთა გეწაძე - 1, პაატა სილაგაძე - 2 ხმა.

დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს კენჭი ფორმალურად უყარეს, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე მან უარი განაცხადა. ზაზა თავაძემ აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს წერილობით მიმართა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კენჭისყრის შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ. 

კომიტეტის სხდომა ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა უნდა დაწყებულიყო, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს კანდიდატების კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა. ბესელია კომიტეტის თავმჯდომარის მაგიდასთან მივიდა, ანრი ოხანაშვილს გვერდით დაუჯდა და პროცედურის დაწყებაში ხელი შეუშალა. ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო და სხდომაზე ტექნიკური 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. მანდატურის სამსახურმა ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინა. გარკვეული ხმაურის შემდეგ ჟურნალისტებს დარბაზში დაბრუნების უფლება მისცეს. 

სხდომის განახლების შემდეგ დარბაზში ხმაური არ შეწყვეტილა. უმრავლესობამ კენჭისყრა ოპოზიციის პროტესტის ფონზე წარმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system