თავში

ივანიშვილმა აირჩია შავრაზმელი ღარიბაშვილი, რომ უარი თქვას მოლაპარაკებაზე - თინა ბოკუჩავა

ივანიშვილმა აირჩია შავრაზმელი ღარიბაშვილი, რომ უარი თქვას მოლაპარაკებაზე - თინა ბოკუჩავა
ივანიშვილმა აირჩია შავრაზმელი ღარიბაშვილი, რომ უარი თქვას მოლაპარაკებაზე - თინა ბოკუჩავა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენით მოლაპარაკების მაგიდაზე უარი თქვა.

მისივე თქმით, საბოლოოდ ღარიბაშვილს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს, რადგან საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები არ დაუშვებენ რომ ქვეყანაში მოვლენები ძალადობრივად განვითარდეს.

,,ყველა პარტნიორი საუბრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დეესკალაცია. ღარიბაშვილის დანიშვნით, იმ უგუნური რიტორიკით, რაც მოვისმინეთ ამ ყეყეჩი ბატონისგან საპარლამენტო ტრიბუნიდან, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილს არ სურს მშვიდობიანი გზის არჩევა, არ სურს მოლაპარაკების გზის არჩევა. მას სურს ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარება. მან აირჩია რადიკალი, მილიტანტისტი და შავრაზმელი ღარიბაშვილი, იმისთვის, რომ უარი თქვას მოლაპარაკების მაგიდაზე. საბოოლოო ჯამში, მას მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, იმიტომ რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ დაუშვებენ რომ ძალადობრივად განვითარდეს ამ ქვეყანაში მოვლენები," - განაცხადა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კატეგორიულ უარს აცხადებს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს.

მისივე თქმით, ეს საკითხი დახურულია და არ განიხილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system