თავში

ივანე მაჭავარიანი პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე მოხსენებით წარდგა

ივანე მაჭავარიანი პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე მოხსენებით წარდგა
ივანე მაჭავარიანი პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე მოხსენებით წარდგა

"რეფორმები ძირითადად საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარეობს. 2020 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, შემოსავლების სამსახურში განხორციელდა საგადასახადო ადმინისტრირების დიაგნოსტიკური შეფასება. ე.წ. კადატი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ხორციელდება და ამ შეფასების მიხედვით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებულია შეფასების 14 ინდიკატორი", - ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები შეფასდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის მიხედვით და დაფინანსდება ყველაზე მაღალი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მქონე პროექტები.

„საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებების შედეგად ჩვენი კანონმდებლობა თითქმის სრულად ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. კერძოდ, ახალ საბაჟო კოდექსთან ერთად 1-ლი იანვრიდან უკვე ამოქმედდა დღგ-ს ახალი რეგულაციები", - განაცხადა მან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system