თავში

ივანიშვილმა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა - ჩიქოვანი

ივანიშვილმა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში
ივანიშვილმა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა - ჩიქოვანი

ივანიშვილის მიერ საქართველოს წინაშე გაწეული საქმიანობა პატრიოტობის თვალსაჩინო მაგალითია, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა.

"ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მოვიდა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და სჭირდებოდა ახალი ძალა, რომელიც მაშინ არსებულ ძალადობრივ რეჟიმს შეცვლიდა, მთავარ პრიორიტეტად მოქალაქეს დააყენებდა და საზოგადოების კონსოლიდაციას მოახდენდა. ივანიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. მან საფუძველი ჩაუყარა ისეთ რეფორმებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევრო-ატლანტიკური მიზნების განხორციელებას.

თვალსაჩინოა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედება, რომელიც ათეული წლებია - საქართველოს, ქართულ იდენტობას კულტურას, მეცნიერებას, სპორტს ეხმარება და უამრავი სახელმწიფოებრივი პროექტის ავტორია. ივანიშვილის მიერ საქართველოს წინაშე გაწეული საქმიანობა პატრიოტობის თვალსაჩინო მაგალითია", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system