თავში

ივანიშვილი: არასოდეს დაგვავიწყდება დაჩოქებული სასამართლო, ნამდვილი წყვდიადი

ივანიშვილი: არასოდეს დაგვავიწყდება დაჩოქებული სასამართლო, ნამდვილი
ივანიშვილი: არასოდეს დაგვავიწყდება დაჩოქებული სასამართლო, ნამდვილი წყვდიადი

არასდროს დაგვავიწყდება ხელისუფლების ბოროტი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი, ნოტარიუსად ქცეული და დაჩოქებული სასამართლო, ნამდვილი სამართლებრივი წყვდიადი, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. 

მისივე თქმით, არასოდეს დაავიწყდებათ რთი კაცის ვნებებისა და სურვილების შესაბამისად განაწილებული საბიუჯეტო სახსრები. 

"ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ხელისუფლების ბოროტი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი, ნოტარიუსად ქცეული და დაჩოქებული სასამართლო, ნამდვილი სამართლებრივი წყვდიადი, გაუქმებული მართლმსაჯულება და ადვოკატის გაუქმებული პროფესია, ტერორში მყოფი პოლიტიკური ოპოზიცია, უხეშად გაყალბებული არჩევნები, დემოკრატიული კონტროლისა და სახელისუფლო ბალანსის არმქონე, დამახინჯებული კონსტიტუცია, ერთი კაცის ვნებებისა და სურვილების შესაბამისად განაწილებული საბიუჯეტო სახსრები; მიტაცებული, უსიცოცხლო და გარინდებული მედია, პირადი ცხოვრების გამჟღავნების უწყვეტი მუქარები და შანტაჟი, უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეურაცხყოფილი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, სპორტსმენები და ჩვენი საზოგადოების სხვა სასიქადულო და თვალსაჩინო წარმომადგენლები," - განაცხადა ივანიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system