თავში

"ივანიშვილი არის ქორვაჭარი" - უგულავა ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს

"ივანიშვილი არის ქორვაჭარი" - უგულავა ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს
ივანიშვილი არის ქორვაჭარი - უგულავა ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს

,,ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს.

უგულავას თქმით, ივანიშვილის არის ქორვაჭარი, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის. მან აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი ივანიშვილს აჩვენებს, რომ ღირსება არ იყიდება.

„არავის უკვირს უკვე ამ ქვეყანაში, მათ შორის მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა კარტოფილებით და ზეთებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პრაქტიკულად მოფინა მთელი ქვეყანა, დღესაც დაიწყეს უკვე იგივე, დაიწყეს დაშინება, სიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები დარბიან ვირთხებივით აქეთ-იქით და აშინებენ და ემუქრებიან ადამიანებს.

დღეს ზუგდიდში სრულიად ეგზოტიკური შემთხვევაც გვქონდა, რომ დილიდან ქალაქში დაიწყეს ღვინის დარიგება ჩიქოვანის და ოცნების შტაბიდან, ესეც არის ძალიან მდარე ადამიანების ქცევა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ საზოგადოებას და ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის.

ეს არის ივანიშვილის მეთოდი, რადგან ივანიშვილი არის ასეთი ქორვაჭარა, რომელსაც ჰქონია, რომ ყველაფერს იყიდის. ის ნახავს მწარე სიმართლეს და მისთვის ეს მწარე სიმართლე არის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის 31 ოქტომბერს. ნახავთ, რომ ჩვენ გვაქვს ღირსება და ის არ იყიდება კარტოფილებზე, ღვინოებზე, ზეთებზე და წიწიბურაზე,“ - განაცხადა უგულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system