თავში

ივანიშვილი ბოროტი ძიძაა - უგულავა

ივანიშვილი ბოროტი ძიძაა - უგულავა
ივანიშვილი ბოროტი ძიძაა - უგულავა

ივანიშვიი ბოროტი ძიძაა, რომელმაც ქართველ ერს მხოლოდ და მხოლოდ უბედურებები და ჭრილობები მოუტანა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, ივანიშვილის მიერ კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ დატოვება ნიშნავს იმას, რომ ის ბერკეტების შენარჩუნებას აპირებს და არსად მიდის. 

"ის, რომ კობახიძე დატოვა პარტიის თავმჯდომარედ, ნიშნავს, რომ ის არსად არ წასულა, იმიტომ რომ ყველაზე უვარგისი და ყველაზე მეტად მონა დატოვა თავის შემცვლელად, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აპირებს ბერკეტების შენარჩუნებას. ზოგადად სურვილი, რომ აკონტროლებდე ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ეს არის ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების სურვილი და მან ეს ღიად გამოთქვა, მაგრამ ერთია სურვილი, მეორეა რეალობა, რვა წელიწადი ეს ამ სურვილს ახმოვანებდა, სურდა შეექმნა ხელოვნური ოპოზიცია, ხელისუფლება როცა იწყებს კონსტრუქციულ ოპოზიციაზე საუბარს ის ხელისუფლება საზოგადოებამ პანჩურით უნდა გააგდოს, ივანიშვილი არის ქართველი ერისთვის ბოროტი ძიძა, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ უბედურებები და ჭრილობები მოუტანა", - განაცხადა უგულავამ. 

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system