თავში

ივანიშვილი დანაშაულის ადგილიდან მიმალვას აპირებს - ხაბეიშვილი

ივანიშვილი დანაშაულის ადგილიდან მიმალვას აპირებს - ხაბეიშვილი
ივანიშვილი დანაშაულის ადგილიდან მიმალვას აპირებს - ხაბეიშვილი

ბიძინა ივანიშვილი დანაშაულის ადგილიდან მიმალვას აპირებს და დანაშაულის ადგილი არის ჩვენი ქვეყანა, სადაც მან უამრავი დანაშაული ჩაიდინა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ის ასევე ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე დანიშვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის მხირად ეს ცინიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა. 

"ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება მის პირად შიშს. ფაქტია, რომ ეს ადამიანი დანაშაულის ადგილიდან მიმალვას აპირებს და დანაშაულის ადგილი არის ჩვენი ქვეყანა, სადაც მან უამრავი დანაშაული ჩაიდინა. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის თავმჯდომარის პოზიციაზე დანიშვნას, ეს არის ცინიზმის კიდევ ერთი გამოვლინება. გავრილოვის ჩამომყვანი კაცი, ჯერ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნეს და ახლა პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system