თავში

ივანიშვილი ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი - სააკაშვილი

ივანიშვილი ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი - სააკაშვილი
ივანიშვილი ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ილია მეორის პირადი მტერი იყო და ამის მოწმე თავად არაერთხელ გამხდარა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ის სავარაუდო ფარული ფაილების გავრცელებას ეხმაურება და ამბობს, რომ თვალთვალის დამკვეთი ივანიშვილია.

"ამ ყველაფერს ყავს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი, ერთი გამკეთებელი - ეს არის ივანიშვილი. მისი ამოცანაა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება.

მან, პრაქტიკულად, გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა თბილისში, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას და ჯერჯერობით არ გამოუვიდა. და მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა (მე ვარ ამის მოწმე) ქართული ეკლესია და ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი. მე ვარ ამის მოწმე არაერთხელ, ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ. აქედან წამოვიდა ის უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები და ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე". - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ფაილები, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა გაშიფრული, გუშინ ინტერნეტსივრცეში, ერთ-ერთ პორტალზე გამოჩნდა, თუმცა დღეს აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდო ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system