თავში

ივანიშვილი საქართველოს ამსგავსებს რუსეთს - გიგი უგულავა

ივანიშვილი საქართველოს ამსგავსებს რუსეთს - გიგი უგულავა
ივანიშვილი საქართველოს ამსგავსებს რუსეთს - გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რუსეთს ამსგავსებს.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში მძიმე სიტუაცია განიმუხტოს, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

„საქართველოს ჰყავს ერთი მტერი დღეს და ეს არის რუსეთი. პავილიონისი არის გეგმაზომიერი ლიეტუველი პატრიოტი, რომელიც რუსეთს და დიქტატურებს ებრძვის. ასე, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა, როგორც არ უნდა იწვალოთ მეგობრებო, როგორც არ უნდა მოჭრათ და გადაჭრათ, ფაქტი ფაქტად დარჩება, ივანიშვილი აკეთებს რუსულ საქმეს, იმიტომ, რომ საქართველოს ამსგავსებს რუსეთს, დანარჩენი არის ლირიკა და ამით თავს ნუ დაიწყნარებთ. სიტუაცია მძიმეა, განმუხტვის საშუალებას გვაძლევს ერთი რამ - პოლიტპატიმრები გარეთ და რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა უგულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system