თავში

ივანიშვილი: ,,ქართულ ოცნებას" საშუალოდ 100 მანდატი ექნება

ივანიშვილი: ,,ქართულ ოცნებას" საშუალოდ 100 მანდატი ექნება
ივანიშვილი: ,,ქართულ ოცნებას საშუალოდ 100 მანდატი ექნება

კოალიციას გამოვრიცხავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მე-10 მოწვევის პარლამენტში, სავარაუდოდ, 100 მანდატს მოიპოვებს.

„ჩვენ მუდამ კველევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 55%-60%-ის შუალედში ავიღებთ. გარდა შიდა პარტიული კვლევებისა, სხვა კვლევებიც არსებობს თუ ადევნებთ თვალს, თუმცა ორი- სამი არხი, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ კვლევებს ანგარიშს არ ვუწევთ. ჩვენ კოალიციას გამოვრიცხავთ. სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ 100 მანდატი ექნება, პლუს-მინუს ორი მანდატი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system