თავში

ივანიშვილის ეს განაცხადი უკიდურესი სისუსტის გამოვლინებაა - უგულავა

ივანიშვილის ეს განაცხადი უკიდურესი სისუსტის გამოვლინებაა - უგულავა
ივანიშვილის ეს განაცხადი უკიდურესი სისუსტის გამოვლინებაა - უგულავა

ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინება, - ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა. 

უგულავას თქმით, უკიდურესი უპასუხიმგებლობა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და როდესაც პასუხიმგებლობა შენ და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებს აკისრია.

"ჩემთვის ეს ხარის წელიწადის დროს პირველი ბრიფინგია და ივანიშვილზე საუბარი მომიწია. სიმართლე გითხრათ, ზოდიაქოებში ჩაკარგულივით არის. სინამდვილეში, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე ვირთხის წელიწადს გამოუტანა წირვა - ბიძინა ივანიშვილს. მან იჭირვეულა და ახლა უკვე ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა, როგორც ხარმა, მაგრამ არსი არ შეცვლილა- ის დამარცხდა არჩევნებზე, როგორც ვირთხა და შემდეგ ძალაუფლება მიისაკუთრა. ამიტომ, დღევანდელი წერილი არსებითად არაფერს ცვლის. მე შორს ვარ იმ კონსპირაციისგან, რომ დავიწყო ახლა, ივანიშვილი თავს გვაჩვენებს, თუ მართლა მიდის. თავისთავად ცხადია, რომ სანამ მთავარი პროკურორი შოთაძე ან მურუსიძე მისაღებში იქნება სქელი საქაღალდეებით, ვინ დაიჭირონ და გამოუშვან ციხიდან, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება. ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება. ნურავითარ ილუზიას ნუ შევიქმნით. ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როდესაც მილიარდერი ქვეყანას 8 წელიწადი მართავ და შენი მმართველობის შემდეგ, გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადასახდელად. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენი მმართველობის დროს პრაქტიკულად 2,5-ჯერ განიცადა დევალვაცია ეროვნულმა ვალუტამ, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო, უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და როდესაც პასუხისმგებლობა შენზე და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზეა", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system