თავში

,,ივანიშვილის კლოუნი კვლავ პრემიერობის კანდიდატია" - ბოკერია

,,ივანიშვილის კლოუნი კვლავ პრემიერობის კანდიდატია" - ბოკერია
,,ივანიშვილის კლოუნი კვლავ პრემიერობის კანდიდატია - ბოკერია

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილი ერთი წელია ცდილობს გახარიასგან შექმნას წარმატებული მენეჯერის სახე, თუმცა როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ყველა მნიშვნელოვან მომენტში გახარიამ მოქალაქეებისა და ადამიანის უფლებების საზიანო გადაწყვეტილება მიიღო.

ბოკერიას თქმით, როგორც ივანიშვილის და გახარია, ისე ენმ-ის ლიდერები, სააკაშვილი და ვაშაძე თავს არიდებენ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ,,ევროპული საქართველოს" ყველა ლიდერი მზადაა რომ შედგეს პოლიტიკური დებატები ენმ-ის, ოცნებისა და ევროპული საქართველოს ლიდერებს შორის.

„ივანიშვილის ეს კლოუნი დღეს კვლავ პრემიერობის კანდიდატია, ისე რომ არც ერთ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა არ მიუღია. დებატებზე უარს ამბობს გახარია და მისი უფროსიც, ქვეყნის რეალური მმართველი ივანიშვილი. სხვათა შორის დებატებში მონაწილეობას თავიდან ირიდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც - არც პრემიერობის კანდიდატი სააკაშვილი და არც პარტიის თავმჯდომარე ვაშაძე დებატებში მონაწილეობას არ იღებენ. ,,ევროპული საქართველო" და მისი ყველა ლიდერი ახლაც მზად ვართ რომ ასეთ დებატები შედგეს- ოცნების, ენმ-ს და ,,ევროპული საქართველოს" ლიდერებს შორის.“ - განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system