თავში

ივანიშვილის რეჟიმმა დაადასტურა ის, თუ როგორ უტიფრად იყენებს ყველაფერს პოლიტიკური დაკვეთისათვის - ბოკერია

ივანიშვილის რეჟიმმა დაადასტურა ის, თუ როგორ უტიფრად იყენებს ყველაფერს
ივანიშვილის რეჟიმმა დაადასტურა ის, თუ როგორ უტიფრად იყენებს ყველაფერს პოლიტიკური დაკვეთისათვის - ბოკერია

ევროპული საქართელოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონის დამტკიცებას ეხმაურება. 

ბოკერიას თქმით, ამ ამნისტიით და გიორგი რურუას მუხლის ამოღებით, როცა მასში უფრო მძიმე მუხლები არის დატოებული, ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორ უტიფრად იყენებს ყველაფერს პოლიტიკური დაკვეთისათვის და ამოცანებისათვის. 

"მთავარი საკითხია, თუ რისი დემონსტრირება მოახდინა ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთხელ ამ ამნისტიით, როცა გიორგი რურუას მუხლი ამოიღო, უფრო მძიმე მუხლები არის დატოვებული, ეს კი ამოღებულია, ეს არის დასტური, რომ ის პოლიტპატიმარია და დასტურია იმის, თუ როგორ უტიფრად იყენებენ ყველაფერს პოლიტიკური დაკვეთისათვის და ამოცანებისათვის, მათ შორის ამნისტიასაც," - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system