თავში

ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა განიხილებოდეს - ლუის ნავარო

ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა განიხილებოდეს - ლუის ნავარო
ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა განიხილებოდეს - ლუის ნავარო

საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიული პროგრამის წარმომადგენელი და NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლუის ნავარო საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს  ეხმაურება.

ლუის ნავარო ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციები იყოს განხილული, როგორც ერთერთ საშუალება. 

"საქართველოში ახლა უნიკალური სიტუაციაა. ევროკავშირის და NATO-ს ასპირანტ ქვეყნებს შორის ვერ ვიხსენებ სხვა ისეთ სახელმწიფოს და ვითარებას, როდესაც ოლიგარქი ასე პირდაპირ არის ჩართული მთავრობის მართვაში. ამიტომ ცხადია, რომ არ არსებობს გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. "ქართული ოცნება" არის ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი არის "ქართული ოცნება", ვფიქრობ სანქციები უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთერთი გზა, თუმცა, რა ნაბიჯიც არ უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი უნდ იყოს პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ", - ამბობს ლუის ნავარო "მთავართან" ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system