თავში

ივანიშვილის ეს ნაბიჯი შეამცირებს ,,ოცნების" მხარდაჭერას - წერეთელი

ივანიშვილის ეს ნაბიჯი შეამცირებს ,,ოცნების" მხარდაჭერას - წერეთელი
ივანიშვილის ეს ნაბიჯი შეამცირებს ,,ოცნების მხარდაჭერას - წერეთელი

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

წერეთლის თქმით, იმ რთულ ვითარებაში, რაც დღეს ქვეყანაშია, ხელისუფლების რეალური პირველი პირის ოფიციალური განდგომა, როგორც მოსახლეობის დიდ ნაწილში, ისე ქართული ოცნების მხარდამჭერებშიც, აღიქმება როგორც პასუხისმგებლობის თავიდან არიდებად და მოსალოდნელი მარცხის ნიშნად.

„ივანიშვილი კარგად აცნობიერებს, რომ ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია, ამიტომაც ფორმალურად დისტანცირებს პარტიისა და პოლიტიკური აქტივობისგან. პრაგმატულად არჩია ახლა გაეკეთებინა ეს ნაბიჯი, და არა მაშინ, როდესაც მისი პარტია დამარცხდება და მისი პირადი რისკებიც გაიზრდება. მისი ქონების გადალაგების ძალიან დაჩქარებული პროცესიც ამის ინდიკატორია.

ამ რთულ ვითარებაში, რაც დღეს საქართველოშია, ეკონომიკურად, პანდემიის , პოლიტიკური პოლარიზაციის და დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, ხელისუფლების რეალური პირველი პირის ოფიციალური განდგომა, პასუხიმგებლობის თავიდან არიდებად და მოსალოდნელი მარცხის ნიშნად ჩათვლის მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის ოცნების მხარდამჭერებიც, ვისთვისაც სწორედ ივანიშვილი იყო ხელისუფლების სიმყარის გარანტი.

ეს ნაბიჯი კიდევ უფრო შეამცირებს მმართველი პარტიის მხარდაჭერას და გაზრდის ოპოზიციურ ელექტორატს", - აცხადებს წერეთელი.

მისივე თქმით, ივანიშვილი არაფორმალურ მართვას კვლავ გააგრძელებს.

,,ფაქტია, რომ არაფორმალურ მართვას ის განაგრძობს და პარტიის ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც ამაზე მეტყველებს, თუმცა ეს ვითარება მაინც ძალიან განსხვავებული იქნება ფსიქოლოგიურადაც და პრაქტიკულადაც. მითუმეტეს, სიღარიბის ზრდისა და ერთპარტიული პარლამენტის პირობებში შიდა და საგარეო ზეწოლა მნიშვნელოვნად მოიმატებს, რაც ივანიშვილის გუნდისთვის , ამგვარი კონფიგურაციისა და მართვის პირობებში, ხელისუფლებიდან წასვლას დააჩქარებს.“ - აცხადებს წერეთელი.

ცნობისთვის, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system