თავში

ივანიშვილმა ისტორიული კვალი დატოვა პოლიტიკურ სივრცეში - ოხანაშვილი

ივანიშვილმა ისტორიული კვალი დატოვა პოლიტიკურ სივრცეში - ოხანაშვილი
ივანიშვილმა ისტორიული კვალი დატოვა პოლიტიკურ სივრცეში - ოხანაშვილი

ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისა, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" წევრმა ანრი ოხანაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა.

ოხანაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი, დემოკრატიული პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა პოლიტიკურ სივრცეში, ამას ეტაპობრივად  შეაფასებს ჩვენი საზოგადოება. რა თქმა უნდა დემოკრატიული პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯი, რაც მან გადადგა. ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისა. როდესაც ადამიანს აქვს ამბიცია მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში, ეს არის ავტოკრატიისკენ და ტირანიისკენ მიმართული მიდგომა, რა არაჯანსაღი ამბიციაც  ჰქონდა 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებასა და მის ლიდერებს",  - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

დღეს, ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system