თავში

ივანიშვილმა უმაღლესი და უპრეცედენტო სტანდარტი დაამკვიდრა - ბერაია

ივანიშვილმა უმაღლესი და უპრეცედენტო სტანდარტი დაამკვიდრა - ბერაია
ივანიშვილმა  უმაღლესი და უპრეცედენტო სტანდარტი დაამკვიდრა - ბერაია

ბიძინა  ივანიშვილმა, საკუთარი გადაწყვეტილებებითა და ნაბიჯებით უმაღლესი, უპრეცედენტო სტანდარტი დაამკვიდრა, - ასე შეაფასა პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება ძალიან არგუმენტირებულად დაასაბუთა გამოქვეყნებულ წერილში.

"ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უმაღლესი, უპრეცედენტო სტანდარტი, ზოგადად, საკუთარი გადაწყვეტილებებითა და ნაბიჯებით. ის ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ძალიან არგუმენტირებულად ასაბუთებს წერილში. მე გამოვყოფდი რამდენიმე დეტალს, ის საუბრობს, რომ დღეს ქვეყანა დგას შეუქცევადი განვითარების გზაზე, სადაც ჩვენ სწრაფი ტემპებით მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ, სადაც ქართული დემოკრატია მტკიცდება და ჩვენი ქვეყნის განვითარებას ვერაფერი ვერ შეაფერხებს. მმართველი გუნდი, არის ერთიანი და ძლიერი, შესაბამისად, ჩვენს გუნდს შეუძლია ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა", - განაცხადა ბერაიამ.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system