თავში

ივანიშვილს გავლენა ყოველთვის ექნება - კალაძე

ივანიშვილს გავლენა ყოველთვის ექნება - კალაძე
ივანიშვილს გავლენა ყოველთვის ექნება - კალაძე

"რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილს თავისი გავლენები აქვს, მის მიმართ ქართველი ხალხისა და საზოგადოების დამოკიდებულებას, მას ვერავინ წაართმევს",- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, ივანიშვილს ქვეყანაში გავლენა მაინც ექნება.

„თუ გავიხსენებთ 2011 წელს, როდესაც მან განაცხადი გააკეთა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, გვახსოვს, რა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება, რა მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად, ქვეყანა ჩიხში იყო შესული, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ დიქტატურა იყო დამყარებული და ერთადერთი ადამიანი, ვინც შეძლო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გაერთიანება, ეს გახლდათ ბიძინა ივანიშვილი და ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, გაძლიერებაში მას აქვს ძალიან დიდი როლი. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ამასთან დაკავშირებით მან ძალიან ვრცლად ისაუბრა თავის განცხადებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენა ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ "პალიტრანიუსთან" საუბარში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system