თავში

ივანიშვილს უნდა ადამიანები მძევლად აიყვანოს - ნადირაშვილი

ივანიშვილს უნდა ადამიანები მძევლად აიყვანოს - ნადირაშვილი

"ბიძინა ივანიშვილმა ნახა, რომ ოპოზიცია არის ერთიანი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას და ახლა უნდა ადამიანები აიყვანოს მძევლად და ამით ევაჭროს ოპოზიციას, - ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ სასამართლო პროცესების განახლება. 

ნადირაშვილის თქმით, ოპოზიცია ერთიანია და ბიძინა ივანიშვილთან გარიგებასა და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. 

"ბიძინა ივანიშვილმა ნახა, რომ ოპოზიცია არის ერთიანი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას და ახლა უნდა ადამიანები აიყვანოს მძევლად, პირად პოლიტპატიმრებად და ამით ევაჭროს ოპოზიციას. მე ვთვლი, რომ ერთიანობა და კიდევ ერთი მტკიცე განცხადება, რომ პარლამენტში, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია და არ აურჩევია ხალხს, შესვლა იქნება ჩვეულებრივი გარიგება ბიძინა ივანიშვილთან და ამაზე ოპოზიცია წასვლას არ აპირებს", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ტელეკომპანია ,,მთავარის" გენერალური დირექტორის სასამართლო პროცესები დეკემბრის პირველ ნახევარში ჩაინიშნა.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს, "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო 10 დეკემბერს, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი 15 დეკემბერს არის ჩანიშნული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system