თავში

ივანიშვილს არაფერი დაუბარებია - მამუკა მდინარაძე

​ივანიშვილს არაფერი დაუბარებია - მამუკა მდინარაძე
ივანიშვილს არაფერი დაუბარებია - მამუკა მდინარაძე

არავის არაფერი დაუბარებია, სპეკულაციურია ადამიანზე საუბარი, რომელიც აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკიდან - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების" გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარედგინათ და ბიძინა ივანიშვილისგან მითიტებები არ მიუღიათ.

,,გასაგებია, ბიძინა ივანიშვილის სახელი მაინც გვესმის ხშირად ოპოზიციის მხრიდან, ეს მათი მესიჯბოქსია და დავიწყება უჭირთ, მაგრამ ამის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერანაირი სპეკულაცია ვერ გადაწონის სიმართლეს, მათ შორის, იმას, რომ გუნდმა დღეს ერთხმად გადაწყვიტა პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურისთვის მხარი დაეჭირა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, დღეს გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

დღესვე, ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მმართველმა გუნდმა ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system