თავში

,,ივანიშვილი არსად წასულა, რაღაც თამაშს გვთავაზობს" - ელენე ხოშტარია

,,ივანიშვილი არსად წასულა, რაღაც თამაშს გვთავაზობს" - ელენე ხოშტარია
,,ივანიშვილი არსად წასულა, რაღაც თამაშს გვთავაზობს - ელენე ხოშტარია

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება ელენე ხოშტარია. როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, ეს ივანიშვილის მორიგი პოლიტიკური თამაშია და ის არსად წასულა.

ხოშტარიას თქმით, სისტემა ისევ ბიძინა ივანიშვილზე დგას.

,,რა თქმა უნდა, არსად ის არ წასულა. მთელი სისტემა დგას ბიძინა ივანიშვილზე. აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მის მიერ კონტროლირებადი და უბრალოდ გვთავაზობს რაღაც თამაშს, რომელშიც არც კი უნდა შევყვეთ ოპოზიცია. მთავარი გამოწვევა დღეს ის კი არ არის, ბიძინა ივანიშვილმა რა თამაში დაგვიდა, მთავარი გამოწვევა არის ის პრობლემები, რომელიც უმძიმესად აწევს მოსახლეობას,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system