თავში

ჯაფარიძე არის მარტო და დანარჩენი გირჩი გაკვირვებულია - იაგო ხვიჩია

ჯაფარიძე არის მარტო და დანარჩენი გირჩი გაკვირვებულია - იაგო ხვიჩია
ჯაფარიძე არის მარტო და დანარჩენი გირჩი გაკვირვებულია - იაგო ხვიჩია

გუშინწინ მეგობრები ვიყავით, მგონია რომ ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება, - ასე გამოეხმაურა გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, ამავე პარტიის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებას. 

ხვიჩიას თქმით, ზურა ჯაფარიძე არის ერთი მარტო და დანარჩენი გირჩი გაკვირვებულია.

"სუსტი საბაბი იყო ჩემი აზრით, რომლის უკან რა დგას მე არ ვიცი და თქვენთან ერთად მზად ვარ გავარკვიო. გუშინწინ მეგობრები ვიყავით, მგონია რომ ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება და ეს უნდა გავარკვიოთ, არ ვიცი ფიზიკურად მსგავსი რამე მე არ გამიგია, შესაბამისად, თქვენთან ერთად ვარკვევ. ზურა ჯაფარიძე არის ერთი მარტო და დანარჩენი გირჩი გაკვირვებულია ამ ყველაფრით. მე საიდან უნდა წავიდე?! მე აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ. 

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system