თავში

ჯაფარიძე ითხოვს ამომრჩეველს ტემპერატურა გაუზომონ და ხმამაღლა გამოაცხადონ

ჯაფარიძე ითხოვს ამომრჩეველს ტემპერატურა გაუზომონ და ხმამაღლა
ჯაფარიძე ითხოვს ამომრჩეველს ტემპერატურა გაუზომონ და ხმამაღლა გამოაცხადონ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის თერმოსკრინინგს ითხოვს.

გირჩის ლიდერის თქმით, გარდა ტემპერატურის გაზომვისა, აუციელებელია, საარჩევნო კომისიის წევრმა, რომელიც თერმოსკრინინგს განახორციელებს, ამომრჩევლის ტემპერატურა ხმამაღლა გამოაცხადოს.

"ვფიქრობთ, რომ პროცედურები დასახვეწია. დამკვირვებლების უფრო მეტად ჩართულობისა და ინფორმირებისთვის, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების წესების უკეთესად დაცვისთვის მნიშვნელოვანია სამი რამის გაკეთება.

1. კომისიის წევრმა, რომელიც რიგის მარეგულირებელი იქნება ყოველ ჯერზე როდესაც ამომრჩეველს სიცხეს გაუზომავს მისი სხეულის ტემპერატურა ხმამაღლა უნდა გამოაცხადოს.

2. იგივე წევრი, რომელიც ჩაატარებს თერმოსკრინინგს, ამომრჩეველს უნდა აჩვენოს დაფიქსირებული ტემპერატურა.

3. ამომრჩევლებს საკუთარი თერმომეტრით საარჩევნო უბანზე მისვლა უნდა აეკრძალოთ.

მოვითხოვთ, ცესკო-მ გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები და ასევე, ამ პრიცედურებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირინ ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცესკო-ს მიერ შემუშავებული თანახმად, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები. მოქმედი რეგულაციით, ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system