თავში

ჯაფარიძე: მესამე რაუნდი თუ ჩაინიშნება, იქ გამოჩნდება არის თუ არა შეთანხმების რესურსი

​ჯაფარიძე: მესამე რაუნდი თუ ჩაინიშნება, იქ გამოჩნდება არის თუ არა
ჯაფარიძე: მესამე რაუნდი თუ ჩაინიშნება, იქ გამოჩნდება არის თუ არა შეთანხმების რესურსი

მესამე რაუნდზე გამოჩნდება არის თუ არა შეთანხმების რესურსი, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამართული შეხვედრების შემდეგ არც პოზიტიური და არც ნეგატიური მოლოდინები არ გასჩენია. 

"მეორე რაუნდი დასრულდა იმით, რომ ოპოზიციის წინადადება იყო მოლაპარაკების მაგიდაზე და ხელისუფლებას უნდა მოეტანა ამაზე პასუხი, ამის შემდეგ ინდივიდუალურ რეჟიმში მომლაპარაკებლებთან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან გვქონდა შეხვედრა, სადაც ვნახე, რომ ისინი ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციების დაახლოებას ცდილობენ.

ამ შეხვედრების შემდეგ არ გამჩენია შთაბეჭდილება, რომ პოზიტიური ან ნეგატიური მოლოდინი მქონდეს, ამიტომ არ ვიცი, მესამე რაუნდი თუ ჩაინიშნება და იმედია მაქვს რომ ჩაინიშნება, იქ გამოჩნდება არის თუ არა შეთანხმების მიღწევის რამე რესურსი", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system