თავში

ჯაფარიძე: სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში აგდებს ბოროტებაა

ჯაფარიძე: სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში აგდებს
ჯაფარიძე: სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში აგდებს ბოროტებაა

 სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში აგდებს, ეგეთი ხელისუფლება ბოროტებაა, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, რეგულაციებს არავინ უნდა დაემორჩილოს. 

"დაუმორჩილებლობის ტალღამ უნდა მოიცვას, არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს არავინ. გასაგებია, რომ კოვიდია გავრცელებული, გასაგებია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, ეს ძალიან მაღალი რისკის მატარებელია და ადამიანები კვდებიან ამისგან, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე ასევე დევს ადამიანების სიცოცხლეები. ამ ადამიანებმა რა ქნან? ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები. იქითაც ადამიანის სიცოცხლეა და აქეთაც.

ამიტომაც, ეს არის ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. მე თუ არ მინდა, არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები - თუ მეშინია კოვიდის თუ ასეთი პასუხისმგებლობით ვუყურებ საკუთარ სიცოცხლეს, არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები, არათუ ადამიანს. შესაბამისად, კოვიდი მე ვერ გადმომეცემა, ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი.

მაგრამ ეს ადამიანებს ფიზიკურად არ შეუძლიათ. ადამიანები შემოსავლის წყაროს გარეშე თუ დარჩნენ, დარჩებიან მშივრები. ადამიანებს უწევთ რომ იმუშაონ და სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში აგდებს, ეგეთი ხელისუფლება ბოროტებაა" - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ "ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system